მედიისთვის ცნობილი ხდება რომ “რუსთავი 2”-ის გურიის ბიუროს ჟურნალისტს თამთა დოლიძე და ოპერატორს ირაკლი ღლონტს მომავალ წლიდან ხელშეკრულება შეუწყვიტეს. ამის მიზეზად ფინანსური პრობლემები სახელდება.
ასევე ჩვენთვის ცნობილი ხდება, რომ “რუსთავი -2”- მა ხელშეკრულება შეუწყვიტა სამცხე-ჯავახეთის ბიუროს ჟურნალისტს მაიკო იველაშვილს და ოპერატორს.
თამთა დოლიძე, ჟურნალისტი: ერთი მხრივ მოულოდნელი იყო ეს გადაწყვეტილება, მაგრამ მეორეს მხრივ ბევრი მირეკავს და მეუბნება, რომ ჩემი პოზიციის და ჩემი მეუღლის სამოქალაქო აქტივიზმის გამო გამათავისუფლეს სამსახურიდან. არ მინდა, რომ ეს დავიჯერო. თუმცა ფორმა, როგორც მაცნობეს ეს გადაწყვეტილება, იყო ძალიან გულდასაწყვეტი. წინასწარი გაფრთხილების გარეშე ახალი წლის წინა დღით მირეკავენ და მატყობინებენ რომ ხურავენ ჩემს ბიუროს, თანაც ამას არა ჩემი უშუალო ხელმძღვანელები, არამედ HR სამსახური მეუბნება. რას ვიზამთ, ყველა დასასრული სიახლის დასაწყისია. მომავალ წელს ჩემთანაც სასიანოვნო ცვლილებები იქნება და ზოგადად ჩვენს ქვეყანაშიც.