“ერთი, რაც მოასწრო, თვალებში ჩახედა და არ მომკლაო, უთქვამს!” _ ამის შესახებ საპატრიარქოს ტელევიზიის რამდენიმე ტელეპროექტის ავტორი თამარ ბელქანია სოციალურ ქსელში წერს. ბელქანია ნიკა კვარაცხელიას მკვლელობას ეხმაურება.
“დააგვიანდათ შურისძიება.
ნიკომ საკუთარი უკვდავება 22 წლის ასაკში მოასწრო.
მკვლელმა ზურგში ესროლა.
როცა მიხვდა, რომ უცნობი მას ესროდა, ერთი რაც მოასწრო თვალებში ჩახედა და არ მომკლაო უთქვამს! ბოლო შანსი მისცა კაცად დარჩენილიყო, მაგრამ მან არაკაცობა არჩია!
ესეც არჩევანია.
კაცად კაცები ზრდიან!
ნიკო 30 000 ადამიანმა გააცილა… _ წერს თამარ ბელქანია.