დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ბესო ქათამაძე და შალვა თავდიშვილი სამართალდამცავებმა აქციაზე დააკავეს. დაკავებულების სასამართლო პროცესი ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს დარბაზში შედგა. პროცესი ხვალ დილისთვის გადაიდო. ბესო ქათამაძე და შალვა თავდიშვილი თავისუფლები არიან.
ინფორმაციისთვის, დღეს დილით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ნასაკირალი-ძიმითის უღელტეხილზე აქცია გაიმართა. თვეების განმავლობაში ჩინურმა კომპანიამ გზის სამშენებლო სამუშაო შეაჩერა. აქციის მონაწილეები ხელისუფლების და გზის დეპარტამენტის წარმომადგენლებს სამუშაოების დროულად განახლებისკენ მოუწოდებნენ.
[sexy_author_bio]