“თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” განცხადებას ავრცელებს.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’’ აგრძელებს პროტესტს და უარს ამბობს მონაწილეობა მიიღოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის 24 დეკემბრის სხდომის მუშაობაში, ვერაფერი გვაიძულებს დავემორჩილოთ საქართველოს თავისუფლებისა და სუვერენიტეტის ხელყოფას, პუტინის რეჟიმთან კოლაბორაციონიზმს და ევროპული პერსპექტივიდან საქართველოს დისტანცირებას.
ბიძინა ივანიშვილის პარტიის ,,ქართული ოცნების’’ პირობებში ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნებმა, რეალურად „რუსულმა სპეციალურმა ოპერაციამ“ კიდევ ერთხელ გამოავლინა ქვეყანაში არსებული უმძიმესი მდგომარეობა.
თავისუფალი არჩევნები სწორედ ის უფლებაა, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეების მონაწილეობას სახელმწიფო საქმეების წარმართვაში. ამომრჩევლის თავისუფალ ნებაზე ზემოქმედების ყველა ფორმის გამოყენებით, პარტიული ოფისებიდან მართული საარჩევნო ადმინისტრაციის მეშვეობით ბიძინა ივანიშვილის პარტია გაემიჯნა დემოკრატიულ პრინციპებს, მიიტაცა არჩევნები და 2024 წლის 28 ნოემბერს საბოლოოდ წერტილი დაუსვა საქართველოს ევროპულ მომავალს. ამ დღის შემდგომ განვითარებული მოვლენები, კი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ,,ქართული ოცნება’’ ისევეა შორს რეალური მშვიდობისგან, როგორც პუტინის რეჟიმი.
კატეგორიულად მიუღებელია კონსტიტუციის 78-ე მუხლის ხელყოფა, მშვიდობიან მანიფესტანტებზე ტოტალური ძალადობა, ამომრჩეველთა თავისუფალ ნებაზე ზემოქმედებით ხელისუფლების შენარჩუნება და დემოკრატიული პრინციპების უარყოფა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’’ აგრძელებს პროტესტს და უარს ამბობს მონაწილეობა მიიღოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის 24 დეკემბრის სხდომის მუშაობაში, სადაც განხილული იქნება ,
ამასთან, ვერანაირი ძალადობა ვერ გვაიძულებს დავემორჩილოთ საქართველოს თავისუფლებისა და სუვერენიტეტის ხელყოფას, პუტინის რეჟიმთან კოლაბორაციონიზმს და ევროპული პერსპექტივიდან საქართველოს დისტანცირებას.
ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’’ გამოიყენებს კანონით მონიჭებულ ყველა უფლებას, რომ დავიცვათ საქართველოს დემოკრატიული, კონსტიტუციური წეს-წყობილება და ევროპული მომავალი.
თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს!
ვითხოვთ თავისუფალ და სამართლიან ახალ არჩევნებს! თავისუფლება საქართველოს!” – აღნიშნულია განცხადებაში