ერთმა პირმა სამი თანასოფლელი დაჭრა. შემთხვევა თელავის მუნიცპალიტეტის სოფელ ლაფანყურში მოხდა. ინფორმაციას მომხდარის შესახებ knews.ge ავრცელებს.
საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ადგილობრივები ამბობენ, რომ ახალგაზრდები ჯერ სუფრაზე, შემდეგ კი ქუჩაში ერთად იმყოფებოდნენ, რა დროსაც, მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა, ერთმა სანადირო თოფიდან რამდენიმე გასროლით სამი მეზობელი დაჭრა.
დაშავებულები სხეულის მრავლობითი დაზიანებებით თელავის ორ კლინიკაში მოათავსეს. ექიმის თქმით, დაჭრილებს ოპერაცია უტარდებათ.
რა გახდა მომხდარის ზუსტი მიზეზი, ჯერ უცნობია.