ოთხი პირი ემსხვერპლა და ერთი მძიმედ დაშავდა თბილისი-ბაკურციხის ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარი ავარიის შედეგად.
როგორც ირკვევა, ერთმანეთს ტრაილერი და ოთხი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. თვითმხილველების ცნობით, შეჯახების შედეგად ტრაილერი გადაბრუნდა და ავტომობილებს დაეცა.
სხვა დეტალები უცნობია.