ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ შემოქმედში, „კალანდობის“ დღესასწაულზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეც იმყოფებოდა.
„გურია ნიუსი“ შეეცადა, რომ მასთან „ბათუმელების“ დირექტორის მზია ამაღლობელის და ოპერატორის დაკავების შესახებ კომენტარის ჩაეწერა.
პირველ მცდელობაზე თორნიკე რიჟვაძე მცირე კომენტარით შემოიფარგლა: „ახლა ვიზეიმოთ და შემდეგ აუცილებლად მოგცემთ კომენტარს“.
თუმცა ეს „შემდეგ“ აღარ დადგა, რადგან რიჟვაძემ, როგორც გვითხრეს, ღონისძიება მალე დატოვა და წავიდა.
ავტორი