გაერთიანება „ერთობის” და „ფარის” წევრები ქალაქ ოზურგეთში იმყოფებოდნენ _ მათ ქალაქის ტერიტორიაზე ორი სახის გაზეთი დაარიგეს და შეხვდნენ მოქალაქეებს.
„ოზურგეთში დავარიგეთ სინდისის პატიმრების ოჯახის წევრების მიერ გამოცემული გაზეთები, სადაც წაიკითხავთ მათ წერილებს საზოგადოებისადმი. წერილებში აღწერილია ის რეალობა, რაც პოლიტპატიმრებს გადახდათ თავს. რაც შეეხება მეორე გაზეთს, ის საკანშია დამზადებული და მასში დაბეჭდილია პოლიტპატიმრების წერილები.
დავარიგეთ ეს გაზეთები, თან გავესაუბრეთ გურულებს, გავაცანით მათ რა ხდება ქვეყანაში რეალურად და რა პრობლემის წინაშეა საქართველო”, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრის დროს „ფარის” წევრმა, დავით გუნაშვილმა.
გაზეთების დარიგების და მოქალაქეებთან გასაუბრების შემდეგ „ერთობის” და „ფარის” ორგანიზებით „ჭადრების ბაღში” დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა.


































































