ერთი ადამიანი გარდაიცვალა და რამდენიმე დაშავდა წალენჯიხაში, სოფელ საჩინოში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად.
არსებული ინფორმაციით, ტრაქტორი, რომელსაც 9 ადამიანი გადაჰყავდა, საბურავი გაუსკდა და ამობრუნდა.
ინფორმაცია „გურია ნიუსს“ მერის წარმომადგენელმა აღნიშულ თემში, ანზორ შეროზიამ დაუდასტურა.
დაშავებულების ნაწილი ამ დროისთვის, ზუგდიდის საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.