ხანძარს თბილისში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ცეცხლი გვიან ღამით დიდუბეში, გევენეტაძის ქუჩაზე მდებარე 5 სართულიან საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე გაჩნდა.
სახლში ხანძრის დროს 4 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან ერთი მწოლიარე იყო და მან გამოსვლა ვერ შეძლო.
დაშავებულებს შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია, ის იაშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.
დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული კიდევ 2 ადამიანი, ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
ძლიერი დაკვამლიანების გამო საჭირო გახდა სადარბაზოს კორპუსში მცხოვრებლების ევაკუაციაც, თუმცა დაახლოებით ერთ საათში მოსახლეობა სახლებში დააბრუნეს.
შემთხვევის ადგილზე გვიანობამდე მუშაობდნენ ექსპერტკრიმინალისტები. ხანძრის გაჩენის ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს.
წუარო: rustavi2.ge