პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი, გუშინ “რუსთავი 2-ის” ეთერში ნიკა მელიასა და ჟურნალისტ ირაკლი იმნაიშვილს შორის კამათს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა.
“გუშინდელმა დღემ აჩვენა, რომ მელიასთან “სისხლიანი 9 წლის” ტექნოლოგიური მატრიცა არ მუშაობს. შესაბამისად, ჯიუტად ამ ტექნოლოგიის გამოყენება მხოლოდ ჟურნალისტის დაბალ ინტელექტულაურ დონეზე მეტყველებს, რაც მისი, როგორც პროპაგანდისტის, ლუსტრაციით მთავრდება.
ეს არის BBC-ს პიკასოს ბიჭი?!
შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერსა და “ღამის კურიერის” წამყვანს, ირაკლი იმნაიშვილს შორის დაპირისპირება გადაცემის მსვლელობისას მოხდა.
კამათი წამყვანსა და ოპოზიციონერ ლიდერს შორის წინა ხელისუფლების პერიოდზე, უფრო კონკრეტულად კი სასამართლო სისტემაზე საუბარს მოჰყვა.
აღნიშნული გამო ნიკა მელიამ “ღამის კურიერის” სტუდია პროტესტის ნიშნად დატოვა. ჟურნალისტმა მელია დამოუკიდებელი მედიის შეურაცხყოფაში, მელიამ კი პასუხად ოლიგარქიული რეჟიმის გაძლიერების ხელშეწყობასა და მიკერძოებულობაში დაადანაშაულა: “კობახიძე ირაკლი უფრო დასაფასებელია, ვიდრე თქვენ” – მიმართა მელიამ ირაკლი იმნაიშვილს.
“სამწუხაროა, რომ ასე ახდენთ ზეწოლას იმ მედიაზე, რომელიც გისვამთ კითხვებს, რომელიც არ მოგწონთ”. – უპასუხა იმნაიშვილმა ნიკა მელიას.