https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ეს არის დარტყმა ყველა იმ სიკეთეზე, რაც ბოლო ოთხ ათწლეულში შეგვიქმნია ყველას ერთად!”

19:57; 30.07.2024
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

წელს “პროგრესის სახლის” 30 წლის იუბილე ახლო წრეში აღნიშნეს… ჯერ კიდევ არ იყო საზოგადოებისთვის ცნობილი, რომ ხელისუფლება დაბლოკილ ე.წ. “რუსულ კანონს” ისევ გააცოცხლებდა და მიუხედავად მძლავრი საპროტესტო წინააღმდეგობისა, მაინც მიიღებდა.

არასამთავრობო ორგანიზაციების ისტორია ჩვენს ქვეყანაში მეოცე საუკუნის დასასრულს იწყება. ოზურგეთის მუნიციპალიტეტს, ამ კუთხით, მდიდარი გამოცდილება აქვს _ დღემდე,  არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია არსებობს და ვიმედოვნებთ, მათი რაოდენობა მომავალში კიდევ გაიზრდება.

“საფრთხე არა მარტო მონაპოვარს, არამედ მომავალსაც ექმნება“

_ ჩვენი ორგანიზაციის მიზანი, დაარსების პირველივე წლებიდან იყო სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება, რისთვისაც ორგანიზაცია ხელს უწყობს სახელისუფლებო სტრუქტურების მომსახურების ხარისხის გაზრდას და მოსახლეობის ინტერესების ასახვას მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში. აღნიშნული მიზნებისთვის ორგანიზაცია ეწევა საკონსულტაციო მომსახურებას, ხელს უწყობს ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, ატარებს ტრენინგებს და ა. შ. ჩვენი ორგანიზაციის ერთ–ერთი მიზანია, ხელი შევუწყოთ აგრო და ტურისტული ბიზნესის განვითარებას. ზემოაღნიშნული მიზნებისთვის, ორგანიზაცია ხელს უწყობს კერძო და იურიდიულ პირებს, ასევე, წარმოაჩენს და პოპულარიზაციას უკეთებს გურიის აგრო და ტურისტულ პოტენციალს“, _  გვიყვება ორგანიზაციის გაკეთებული საქმეების შესახებ “პროგრესის სახლის” დამაარსებელი მინდია სალუქვაძე.

მისივე თქმით, 1996 წელს  ორგანიზაციამ აიღო პირველი გრანტი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციისგან (“ევროპის ფონდი”), რის შედეგადაც, გურიაში გაჩნდა ოთხი ცალი პირველი პენტიუმის კლასის კომპიუტერი.

მინდია სალუქვაძე: _ ჩვენი მიზანი იყო იმდროინდელ საქართველოში, სადაც არ იყო ელექტროენერგია, გათბობა, შეგვექმნა სივრცე, სადაც საზოგადოება შეძლებდა თანამედროვე ტექნოლოგიების დაუფლებას; ასევე, ჩვენი მიზანი იყო გაგვეჩინა სადისკუსიო სივრცე. ორგანიზაციის მიერ ხდებოდა კადრების გადამზადება და სწავლება. ჩვენი მუშაობის შედეგად, ოზურგეთში ჩამოყალიბდა ძლიერი სამოქალაქო სექტორი. ასევე, ვატრენინგებდით ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებულ ხალხს, ვაკეთებდით მათთვის ვებგვერდებს, ვასწავლიდით მათ გამოყენებას. ჩვენი ორგანიზაციის მიერ არის შექმნილი ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, მარტვილის საკრებულოების ვებგვერდები.

 2016 წელს, ჩვენ ორგანიზაციის მიერ გაწეული შრომის შედეგად, პირველი გრანტი მიიღო ევროკავშირისგან ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა, რომელიც  შესრულდა ზედმიწევნით და ეს გახდა ევროკავშირისთვის ერთგვარი მამოძრავებელი, რომ დაეფინანსებინათ სხვა მუნიციპალიტეტები საქართველოს მაშტაბით“.

ცხადია, ამით არ სრულდება ორგანიზაციის მიერ გახორციელებული პროექტების ჩამონათვალი: წლებთან ერთად იზრდებოდა “პროგრესის სახლის” გახორციელებული პროექტების რიცხვი და მიღებული გრანტების რაოდენობა.

მინდია სალუქვაძე: _ 2022 წელს, პოლონურ ორგანიზაცია “სოლიდარობის ფონდთან” ერთად შევქმენით    “ფანდრაიზინგის აკადემია” 7 მუნიციპალიტეტში, სადაც ვასწავლიდით არასაბიუჯეტო სახსრების მოპოვების ხერხებს და დონორებთან კომუნიკაციის ნიუანსებს. შედეგად, მათ მილიონ ლარზე მეტი დაფინანსების მოპოვება შეძლეს ევროპული ფონდებიდან. “პროგრესის სახლი” ყოველთვის მოწოდებულია ახალგაზრდების დასახმარებლად, რისი დასტურია ისიც, რომ ახალგაზრდულ ორგანიზაცია “ევროკლუბს” დავუთმეთ ჩვენი ოფისის სივრცე უსასყიდლოდ.

დღეის მდგომარეობით ორგანიზაციას აქვს რამდენიმე მოქმედი  პროექტი, რის ფარგლებშიც  ვახდენთ მოსახლეობის ინფორმირებას, ვუშვებთ საგაზეთო ჩანართებს, ადგილობრივი თვითმმართველობისთვის ვაკეთებთ ინფო გრაფიკებს, რათა მათი სერვისები გასაგებ ენაზე მივაწოდოთ მოსახლეობას. გავცემთ მცირე გრანტებს. ბოლო 5 წლის განმავლობაში, დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების 60- ზე მეტი საპროექტო იდეა დავაფინანსეთ ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, გარემოს დაცვა, მცირე ბიზნესის წახალისება, ადგილობრივი მედიის განვითარება, საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა ადგილობრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ა. შ.

“გურია ნიუსი“:  _ რა იქნება ხვალ? ეს კითხვა ბოლო პერიოდში ხშირად ისმის ე.წ. “რუსული კანონის” მიღების შემდეგ. რამდენად წარმოგიდგენიათ დემოკრატიულ ქვეყანა არასამთავრობო სექტორის და დამოუკიდებელი მედიის გარეშე?

მინდია სალუქვაძე: _ თქვენი შეკითხვიდანაც ნათელია, თუ რა მძიმე და სახიფათო გამოწვევების წინაშე ვდგავართ, რაკი მიიჩნევთ, რომ ამ ე.წ. “რუსული კანონის” მიღების შემდეგ, დიდი ალბათობით, შესაძლოა, მედიისა და არასამთავრობოების გარეშე დავრჩეთ… ამის წარმოდგენა ყველაზე ცუდ სიზმარშიც კი შეუძლებელია! საზოგადოებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ეს ასე არ მომხდარიყო, მაგრამ მოხდა ის რაც მოხდა; ეს არ ეხება მარტო მედიასა და მესამე სექტორს _ ეს დიდი დარტყმა იქნება და არის კიდეც ყველა მოქალაქეზე,  რადგან გარდა იმ ინსტიტუციებისა და სიტყვის თავისუფლებისა, რომელიც ქართველმა ხალხმა ბოლო წლებში მოიპოვა, ეს არის დარტყმა გამოხატვის თავისუფლებაზე, ყველა იმ სიკეთეზე, რაც ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში შეგვიქმნია ყველას ერთად. პირდაპირ, ყალბი პათეტიკის გარეშე გეტყვით, რომ ხელისუფლებამ თუ ხელისუფლებაში მყოფმა გარკვეულმა ძალებმა, ამ კანონის მიღებითა თუ “ხელის გადაგრეხვის” პრინციპით გატანით, ყველაფერი კარგი, რაც ბოლო წლებში ქართულ საზოგადოებას შეუქმნია, სამწუხაროდ, ერთი ხელის მოსმით, წყალში გადაყარა და დიდი ნაბიჯი გადადგა უკან, ტოტალიტარული სისტემისკენ, წარსულისაკენ, რომელსაც ჩვენი უცხოელი მეგობრების დახმარებითა და ხელშეწყობით ყველა ასე “თავქუდმოგლეჯილი“გავურბოდით. მინდა მქონდეს იმედი, რომ მოქმედი ხელისუფლების პირობებში, ჯერ კიდევ არსებობს თუნდაც იოტისოდენა შანსი, რომ ეს ყველაფერი გამოსწორდეს, მაგრამ რაც დრო გადის, ვრწმუნდებით, რომ ეს “შანსი” ნულამდე დადის და გვრჩება მხოლოდ ერთი შესაძლებლობა – დავიბრუნოთ ხელისუფლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხე არა მარტო მონაპოვარს, არამედ, მომავალსაც ექმნება და მივიღებთ მძიმე რეალობას, სადაც ნებისმიერი ჩვენგანი იქნება მინიმუმ _ დაუცველი და მაქსიმუმ _ საფრთხის ქვეშ. ეს კი, მთლიანად ჩაკლავს ჩვენში განვითარების შესაძლებლობას. ვიმედოვნებ, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პირველი, რასაც ახალარჩეული პარლამენტი გააკეთებს, ამ კანონის გაუქმება იქნება.

“ეს ორი სექტორი აკეთებს ფასდაუდებელ საქმეს ქვეყნის განვითარებისა და წინსვლისთვის“

ლია კილაძე, წლების განმავლობაში, აქტიურ ჟურნალისტიკაში იყო. ამჟამად, “პროგრესის სახლში” ყოველთვიური ჩანართის გამოშვებაზე ზრუნავს. თემები მრავალფეროვანია. “სამოქალაქო საზოგადოება” გაზეთ “გურია ნიუსის” მკითხველებს ყოველთვიურად მიეწოდება უფასოდ.

ლია კილაძემ კარგად იცის არასამთავრობო ორგანიზაციის და თავისუფალი მედიის ფასი და ერთობლიობა:

_ ჩემს თვალწინ ჩამოყალიბდა საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციებიც და თავისუფალი მედიაც.

კარგად მახსოვს, როგორი იყო მათ გარეშე საზოგადოება. ეს იყო საზოგადოება, რომელსაც არ ჰყავდა დამხმარე, რომელიც იყო დეზინფორმირებული იმ სისტემის შესახებ, სადაც ცხოვრობდა. ამ საზოგადოებამ არ იცოდა ადამიანის უფლებების, დემოკრატიის წესების, სამოქალაქო საზოგადოების, ბავშვთა, ქალთა უფლებების შესახებ, გარემოს დაცვის აუცილებლობის შესახებ.  ამ საზოგადოებას არც პირადი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობები ჰქონდა, საერთო საქმე არ ადარდებდა. მშვენივრად შეგვადარა მაშინ ჭაბუა ამირეჯიბმა: “საშოვარს გადაგებული, გათითოკაცებული ყოფილი ერი… _ გვითხრა ლია კილაძემ.

მისივე თქმით, ახლა ქვეყანაში მიმდინარეობს არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების მტრად წარმოჩენის დეზინფორმაციული პროპაგანდა.

ლია კილაძე: _ მოკლედ ვიტყვი: ეს ორი სექტორი აკეთებს ფასდაუდებელ საქმეს ქვეყნის განვითარებისა და წინსვლისთვის.

არასამთავრობო ორგანიზაციები გვეხმარებიან როგორც ინფორმაციულად, ისე ფინანსებით, რომ ჩვენ გვქონდეს ხელმისაწვდომი მომსახურებები განათლების, ჯანდაცვის, ეკოლოგიის, უფლებების დაცვის და სხვა სფეროებში.

ობიექტურია თუ სუბიექტურია მედია, ეს თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ პატივსაცემია ჟურნალისტების შრომა; დაუშვებელია ჟურნალისტის შეურაცხყოფა, დაუშვებელია ძალადობა განსხვავებული აზრის გამო.

ჟურნალისტიკის ძირითადი მოვალეობაა იყოს “მოდარაჯე ძაღლი” რიგითი ადამიანის სამსახურში. იგი სახელმწიფოს ეხმარება დემოკრატიის განვითარებაში.

მას, ვისაც სურს დემოკრატია, სურს თავისუფალი აზრი, კრიტიკას არგუმენტებით პასუხობს და არა “მორევით“!

იდეალურ შემთხვევაში, ინფორმაცია არის გადამოწმებული, დაბალანსებული, სანდო. თუ დღეს მედია მიგაჩნიათ სუბიექტურად, ეს ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ არ ვართ დემოკრატიული, პასუხისმგებლიანი მოქალაქეები. ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სასწავლი. ამაში კი, არასამთავრობო ორგანიზაციების ღვაწლი ფასდაუდებელია. ძლიერია საზოგადოება, სადაც ეს ორი სექტორი ძლიერია, რომელიც აფასებს ამ ადამიანების შრომას და აქვს მათთან თანამშრომლობის სურვილი, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრის დროს ლია კილაძემ.

“წყალში რომ ვიყო ჩაყვინთული, იქედანაც ვისაუბრებ“

75 წლის ვალერიან კოტრიკაძე და 19 წლის ვაკუნა კოტრიკაძე ბაბუა-შვილიშვილია. მათი ურთიერთობა სამაგალითო და მისაბაძია. ბატონმა ვალერიანმა იბრძოლა იმისთვის, რომ უკეთესობისკენ შეეცვალა მისი აუტისტური სპექტრის მქონე შვილიშვილის მომავალი:

“2004 წელს დაიბადა ვაკუნა და 2006 წელს დაიწყო საუბარი მეორე პირში. წავიყვანეთ თბილისში. ექიმებმა აუტიზმი და ასევე, მსუბუქი გონებრივი აშლილობა დაუდგინეს. პირდაპირ ვიტყვი, რომ ძალიან დიდი გზა გავიარე _ მთლიანი ყურადღება და პასუხისმგებლობა ავიღე ჩემ თავზე. გამოვუცხადე ჩემს შვილს და რძალს, რომ ვაკუნაზე მე ვიზრუნებდი. ასევე, გამიმართლა და მოვხვდი “მაკ ჯორჯიას” მიერ ორგანიზებულ ტრენინგ კურსზე. ავიღე ოქროს სერთიფიკატი და სწორედ აქედან იწყება ახალი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში: ჩემი ცოდნით და მონდომებით შეიარაღებული ჩამოვედი გურიაში.

სამი ადამიანი ვმონაწილეობდით გურიიდან “მაკ ჯორჯიას” ტრენინგებში და რომ დავბრუნდით ჩვენს რეგიონში, დავიწყეთ ოზურგეთში შშმ პირების აღწერა და მათი პრობლემების აღრიცხვა _ კვლევები ჩავატარეთ.

ვაკუნა არ დამიტოვებია არცერთი საათით და წუთით. ყველაფერს ვაკეთებდით, თუ ვინმე პროფესიონალი ექიმი ჩამოდიოდა საქართველოში ან რაიმე სახის ტრენინგები ტარდებოდა, ყველგან ვიღებდით მონაწილეობას, _  გვეუბნება ვალერიან კოტრიკაძე.

მისივე თქმით, ვაკუნას  დიდი დახმარება გაუწია “მაკ ჯორჯიამ” USAID-ის ფინანსური დახმარებით.

ვალერიან კოტრიკაძე: _ წყალში რომ ვიყო ჩაყვინთული, იქედანაც ვისაუბრებ ჩემი და ვაკუნას ამბებზე! ყველას მინდა ჩემი ცოდნა გადავცე და ყველას მინდა დავეხმარო ჩემი შესაძლებლობებით. ვაკუნას ჯანმრთელობის კუთხით სხვა პრობლემებიც ჰქონდა და სწორედ ამ ორგანიზაციამ რამდენ ქვეყანაში გააგზავნა მისი ჯანმრთელობის “ფორმა ასი“! ამის შემდეგ, დიდი ხნის განმავლობაში ვიღებდით წამლებს ამერიკიდან. ეს დახმარებები მხოლოდ ვაკუნაზე არ მოდიოდა _ სხვა ადამიანებზეც მოდიოდა.

ყველაზე დიდი მიღწევა და დასაფასებელი საქმეა, რომ ბოლო პერიოდში  ჯანდაცვის სამინისტროში, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტშიც გაჩნდა შშმ პირების დახმარების სხვადასხვა პროგრამა. თანდათან ხდება სოციალური პაკეტების შექმნა, რაც აუცილებელია შშმ პირებისთვის და მათი ოჯახებისთვის.

დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით დიდი სიკეთეები გაკეთდა და ეს გზა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სახელმწიფომ არაერთი პროგრამა აამოქმედა. აქეთ არასამთავრობო ორგანიზაციები დიდ ძალისხმევას დებენ შშმ პირების განათლებაში და განვითარებაში. ჩემი დიდი სურვილია, ეს ჯაჭვი არ გაწყდეს და მყარად იყოს დიდხანს. ჩემს მაგალითზე ვიტყვი, რომ ძალიან მძიმე გზა გამოვიარე და ცოტათი დავიღალე.

ისეთი დროიდან მოვდივარ, რომ შშმ პირებს ინვალიდებს და არაფრის მაქნისებს ეძახდნენ… ამდენმა ტრენინგმა, შეხვედრამ, საუბრებმა, ურთიერთობებმა საზოგადოება უფრო გააცნობიერა, გაალმობიერა და მეტი ცოდნა მისცა.

დიდი მხარდაჭერა გვქონდა მე და ვაკუნას ჩვენი სოფლიდან _ უდიდესი ბედნიერებაა, როცა საზოგადოება გიდგას გვერდით, _  აღნიშნავს ჩვენთან საუბრის დროს ვალერიან კოტრიკაძე.

ოზურგეთის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის ხელმძღვანელი ფიქრია ბარამიძე სამოქალაქო აქტივისტი და აქტიური მოქალაქეა.

ფიქრია ბარამიძე: “ოზურგეთის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი მთელი გურიის მაშტაბით (ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური) ვიცავთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებს და მხარდაჭერას ვუწევთ მათ დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში. ოზურგეთის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის ძირითადი მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების და ინკლუზიის ხელშეწყობა მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირებისა და მდგრადი სერვისების საშუალებით“.

ჩვენს კითხვაზე, თქვენი აზრით, დონორი ორგანიზაციის დახმარების გარეშე მოხდებოდა თუ არა თქვენს მიერ აღნიშნული პროექტების გახორციელება გურიაში?  ფიქრია ბარამიძემ გვიპასუხა: “დონორი ორგანიზაციის დახმარების გარეშე ამ პროგრამის გახორციელება ვერ მოხდებოდა ვერც ოზურგეთში და ვერც დანარჩენ 5 რეგიონში, სადაც ცენტრები ფუნქციონირებენ, რადგან დამოუკიდებელი ცხოვრების პროგრამა საქართველოში 2021 წელს დაიწყო USAID-ის დაფინანსებითა და “მაკ ჯორჯიასა” და კოალიცია “დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის” მხარდაჭერით“.

გიორგი გირკელიძე

ავტორი

ვალერიან კოტრიკაძელია კილაძემინდია სალუქვაძეფიქრია ბარამიძე
გაზიარება13Tweet8Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

18:20; 26 იანვარი, 2026
საზოგადოება

ზვავის მასა ჩამოვიდა – სად აიკრძალა მოძრაობა

17:34; 26 იანვარი, 2026
საზოგადოება

“ჟურნალისტს ტელეფონი წაართვეს, კადრები წაუშალეს, დაემუქრნენ”

17:27; 26 იანვარი, 2026
საზოგადოება

სეს-ი ბავშვთა კვების პროდუქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

16:30; 26 იანვარი, 2026
საზოგადოება

ბიზნესების მხარდასაჭერად, 270 მლნ ლარი თიბისის ADB-სგან

12:46; 26 იანვარი, 2026

პირველი მედალი პარიზის ოლიმპიური თამაშებიდან

მიწის თხილის სამკურნალო თვისებები

ყველა სიახლე

სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა ავლაბარში- ვიდეო ადგილიდან

21:24; 26.01.2026
სპორტი

ბორჯღალოსნების სატურნირო შემადგენლობა ცნობილია

18:36; 26.01.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

18:20; 26.01.2026
საზოგადოება

ზვავის მასა ჩამოვიდა – სად აიკრძალა მოძრაობა

17:34; 26.01.2026
საზოგადოება

“ჟურნალისტს ტელეფონი წაართვეს, კადრები წაუშალეს, დაემუქრნენ”

17:27; 26.01.2026
ფინანსები

Galt & Tagart-ის კვირის მიმოხილვა – ტურიზმის შემოსავლები წლის ბოლოს დაჩქარდა

17:05; 26.01.2026
პოლიტიკა

“ვთხოვთ ყველას” – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

16:49; 26.01.2026
საზოგადოება

სეს-ი ბავშვთა კვების პროდუქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

16:30; 26.01.2026
ფინანსები

თიბისი კონცეპტი „Winter Jazz Bakuriani 2026” ფესტივალის წარმდგენია

16:07; 26.01.2026
პოლიტიკა

ჯანდაცვის რეფორმა: რომელი გამოკვლევები გახდა უფასო ლანჩხუთსა და სხვა საპილოტე ქალაქებში

15:33; 26.01.2026
პოლიტიკა

ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში გიორგი ვაშაძის პროცესი ჩაინიშნა

15:20; 26.01.2026
სამართალი

“წერილი დატოვა…” – რას ამბობენ სუს-ში თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე

14:23; 26.01.2026
სამართალი

სუს-თან, მანქანაში, უწყების თანამშრომლის ცხედარი იპოვეს – გარდაცვლილმა წერილი დატოვა: რა დეტალები ხდება ცნობილი

14:03; 26.01.2026
პოლიტიკა

თარგამაძე: ციხეში ჩემი საკნის ქვემოთ იჯდა ადამიანი, რომელმაც ამაფეთქა

13:40; 26.01.2026
საზოგადოება

ბიზნესების მხარდასაჭერად, 270 მლნ ლარი თიბისის ADB-სგან

12:46; 26.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო