დღეს “ქართული ოცნების“ ოზურგეთის მერობის კანდიდატმა, ავთანდილ თალაკვაძემ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
მედიის წარმომადგენლების კითხვაზე, ჩამოიყვანა თუ არა ოზურგეთში “ქართულმა ოცნებამ“ კორცხელის ინციდენტის მონაწილეები ავთანდილ თალაკვაძემ უპასუხა, რომ ეს არის დეზინფორმაცია.
საარჩევნო უბანზე ასევე იმყოფებოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე. ზემოთ აღნიშნულ კითხვას მან ასე უპასუხა:
“თუ მსგავსი ფაქტი არსებობს, იმ პირებმა, ვინც ამას ამბობს მიმართოს საოლქო საარჩევნო კომისიას ან დაუკავშირდნენ სამართალდამცავებს“, _ თქვა არჩილ თალაკვაძემ.
[sexy_author_bio]