Developed By Web Features 2024 © All rights reserved
რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში ქმნის გლობალურ საფრთხეს ყველა ქვეყნისთვის, საქართველომ ეს გამოიარა 2008 წელს, მაშინ მსოფლიოს რეაქცია ძალიან სუსტი იყო, – ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა, ეგილს ლევიტსიმ აზერბაიჯანში განაცხადა, სადაც ბაქოს მეათე გლობალური ფორუმი მიმდინარეობს.
ლატვიის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთს არ სურს მეზობელი ქვეყნების საზღვრების პატივისცემა.
„რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში ქმნის გლობალურ საფრთხეს ყველა ქვეყნისთვის, რადგან პირველად ხდება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ასეთი აგრესიული ომი მიმდინარეობს. 1945 წლის შემდეგ აგრესიული ომები აკრძალულია საერთაშორისო სამართლით. 75 წლის შემდეგ ჩვენ ვხედავთ, რომ ომი დაბრუნდა სამხედრო ანარქიაში, როგორიც მანამდე იყო. ვფიქრობ, ეს არის საფრთხე ყველა ქვეყნისთვის, მაგრამ ასევე რეგიონისთვის, რადგან რუსეთს ცხადია, არ სურს მეზობელი ქვეყნების საზღვრების პატივისცემა. საქართველომ ეს გამოიარა 2008 წელს, მაშინ მსოფლიოს რეაქცია ძალიან სუსტი იყო და ეს იყო მიზეზი, თუ რატომ იფიქრა რუსეთმა, რომ შესაძლებელია ასეთი რამის გაკეთება. ამას მოჰყვა რუსეთის შეჭრა უკრაინაში და ყირიმის ანექსია. შემდეგ იყო სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში 2022 წელს“, – განაცხადა ლევიტსიმ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved