დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო ორი კვირაა, ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების ნიშნები შეიმჩნევა.
„დღევანდელი ინფიცირებულთა მაჩვენებლები და ეპიდსიტუაცია უკეთესია ვიდრე გვქონდა თებერვალში, კიდევ უკეთესი ვიდრე იანვარში, მაგრამ ბოლო ორი კვირა გამოჩნდა ნიშნები და ტენდენცია სიტუაციის გაუარესებისა. 600-ზე მეტი ახალ შემთხვევა ბოლოს თებერვლის პირველ კვირაში გვქონდა. აქედან გამომდინარე ეს ძალიან საყურადღებოა. ასევე ქვეყანაში იზრდება აქტიურ შემთხვევათა რიცხვი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.