“ეს იყო ტაქტიკური სვლა, ჩაიხსნა გარკვეული სპეცრაზმი და გადააადგილეს იმ ოფისის მიმართულებით, ივანიშვილს იცავენ პრინციპში, ეს არის მთავარი ამბავი. ახლა ჩვენ გვჭირდება უფრო დამღლელი, უფრო ტაქტიკური სვლები… ზუსტად ვიცი, რომ უკან დასახევი გზა არ არის, ზუსტად ვიცი, რომ ჩვენ ვერ გავიღვიძებთ დამარცხებულები, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე, გავამხნევოთ ერთმანეთი. ჩვენ ვიმარჯვებთ და ჩვენ უკან არ დავიხევთ,” – განაცხადა მურთაზ ზოდელავამ ტვ პირველის ეთერში.
ინფორმაციისთვის, აქციაზე სიტყვით გამოსვლისას მურთაზ ზოდელავამ მიმართა შეკრებილ ხალხს, რომ “ოცნების” ოფისისკენ დაძრულიყვნენ, სადაც “ოცნება” თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებას “გორბის” ეგზიტპოლის შედეგებზე დაყრდნობით ზეიმობდა.
































































