ფეისბუქმომხმარებელი ეკა ნინიძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, რითაც ნაგომარში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება.
“ეს ის პატარა ბიჭია, რომელსაც დიდი სიყვარული დაჰქონდა გულით…
ეს ის პატარა ბიჭია, ერთმა წამმა, რომ დაინანა მისთვის გზის გაგრძელება…
დიახ, ერთმა წამმა… რომ ის ერთი წამი, აღარც გზის ნავსიანი მონაკვეთი იქნებოდა და აღაც დაუდევრობა…
ძალიან პატარა იყო, ნაგომარი რომ დავტოვეთ, სკოლაშიც არ დადიოდა… დედის და მამის იმედი და სიხარული… ახლა ტრაგედიად და უსაშველო, უკიდეგანო ტკივილად ქცეული… თამილა, დათო… რა უნდა გითხრათ, როგორ უნდა განუგეშოთ… P.S. ეს ბიჭი გელა მარგველიანია, ნაგომარში რომ ავტოავარიას ემსხვერპლა … ამ სიტყვის დაწერაც კი მიმძიმს…“, _ წერს ეკა ნინიძე.
“გურია ნიუსი” კიდევ ერთხელ გამოთქვამს მწუხარებას და თანაუგრძნობს დაღუპული ბიჭის მშობლებს.