ეს კომენტატორიღა მაკლდა,- ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის კომენტარს, სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ.
სააკაშვილს განცხადება, მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხზე, ამ დრომდე არ გაუკეთებია.
Show must go on – ასე ეხმაურებარუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე.
მისივე განცხადებით, უკრაინის ხელისუფლების ქმედება – მიიღოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გახადოს გუბერნატორი, შემდეგ კი მოქალაქეობა ჩამოართვას და მის ექსტრადირებას დაეთანხმოს – არათანმიმდევრული და გასაკვირია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს უკრაინის მოქალაქეობა პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს განკარგულებით ჩამოართვეს.
1tv.ge