საპენსიო სააგენტოს დირექტორი ლევან სურგულაძე ინვესტორთა საბჭოს წევრებს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საფონდო ბირჟის წარმომადგენლები, რომლებმაც საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტის განცხადებით, ზუსტად ეს სჭირდება დღეს საქართველოს, იმისათვის რომ უზრუნველყოს საინვესტიციო გადაწყვეტილებები და გამჭირვალობა.
“ეს ნამდვილად კარგი შეხვედრა იყო საინვესტიციო საბჭოს წევრებთან. საკმაოდ დამაჯერებელი გუნდია, რომელიც ქართველ და უცხოელ ექსპერტებს აერთიანებს. დიახ, ზუსტად ეს სჭირდება დღეს საქართველოს, იმისათვის რომ უზრუნველყოს საინვესტიციო გადაწყვეტილებები, გამჭირვალობა, რაც თავის მხრივ საქართველოს მოქალაქეებს გაუჩენს ნდობას, რომ ეს საპენსიო ფონდი მოემსახურება მათ ინტერესებს, როდესაც ისინი გავლენ პენსიაზე.“ მაიკლ ქაუგლი საპენსიო რეფორმაზე საუბრობს და აცხადებს, რომ დღევანდელი შეხვედრა ორმხრივად სასარგებლო იყო როგორც საპენსიო სააგენტოსთვის, ისე ბიზნეს სექტორისთვის. ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი მზად არის საინვესტიციო საბჭოს წევრებთან მომავალშიც ითანამშრომლოს. (R)