სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. მანანა ჯინჭარაძე, რომელიც ემიგრაციიდან რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა, გარდაიცვალა.

როგორც “გურია ნიუსს” გარდაცვლილის ახლობელმა უთხრა, მანანა ჯინჭარაძეს ოპერაციის შემდეგ თრომბი განუვითარდა.
“ჩვენო ლამაზო მამიდა, რა თავზარდამცემცია იმის გააზრება, რომ აღარ ხარ, რა ძალა იყო ასეთი,შენ რო მოგერია…
შვილის მონატრება იყო ალბათ, მაგრამ შენს ლევანს და მოხუც მშობლებს ვინღა დაუტოვე ნუგეშად? შენც იცი როგორ მიყვარდი, რამხელა ამაგი გაქვს ჩვენზე. როგორ უნდა დავიჯერო შენი არყოფნა”.
“მანჩო, როგორ დაგვწყვიტე გული და სული დამიმძიმდა”;
“მანანიკო, როგორ დამენანე, როგორ მეწყინა…
ნათელი დაადგეს შენს ლამაზ სულს… არ ვიცი რაღა ვთქვა, ჩემო საამაყო ქალბატონო…
სულთა თანა განუსვენე, უფალო…”
“ეს რა დილა გაგვითენდა, ღმერთო, მანო, წახვედი შენს მონატრებულ ვანიკიოსთან”;
გაგვიფრინდა ჩვენი მანანა თავის საყვარელ შვილთან. უზომოდ დამწყვიტა გული. ნათელში იყოს მისი ლამაზი სული! _ წერენ სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ახლობლები.

































































