გუშინ ოზურგეთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე “აჭარა ფეი“-სში ტოტალიზატორის რამდენიმე მომხმარებელმა თავისი მოგებული თანხა აიღო. ეს იმ პერიოდში მოხდა, როდესაც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ყველა ობიექტი იხურება, გარდა სასუსართო მაღაზიისა, ბენზინგასამართი სადგურისა, აფთიაქებისა და ბანკებისა.
“ყოველდღე ხალხმრავლობა არის ტოტალიზატორების სალაროებთან და იქნებ მიხედოთ ვინმემ ამ მდგომარეობას. ეს რეკომენდაციები ტოტალიზატორების სალაროებს არ ეხება?“ – გვითხრეს ადგილობრივებმა.
“აჭარა ფეი“ დღესაც მუშაობდა. “გურია ნიუსი“ “აჭარაბეთის“ (ინფორმაციისთვის აჭარაბეთის მომხმარებლებს შეუძლიათ მოგებული თანხა “აჭარა ფეისში“ აიღონ) წარმომადგენელს, ნინო გუჯაბიძეს დაუკავშირდა.
ნინო გუჯაბიძე “გურია ნიუსის“ დაუკავშირდა.
“აჭარა ფეი“ არის ფინანსური საგადასახადო პროვაიდერი, რომელიც ექვემდებარება ეროვნულ ბანკს. შესაბამისად, ჯერჯერობით არ არის მის დახურვაზე გაცემული ბრძანება. აჭარა ფეი-ს ოზურგეთის ოფისში სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება და თანამშრომლები ცდილობენ, რომ ბევრი ხალხი ერთდროულად არ მიიღონ. თუ ეროვნული ბანკი გასცემს დახურვის ბრძანებას, ჩვეულებრივად დავემორჩილებით ამ ბრძანებას,“ – გვითხრა ნინო გუჯაბიძემ.