ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს სირიაში შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავლის პოვნა შეუძლიათ, თუ ერთმანეთს დაელაპარაკებიან. აღნიშნული განცხადება RT-ს ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ გააკეთა.
მან, ასევე, განაცხადა, რომ თუ ვაშინგტონი თავდასხმას დაიწყებს, მოსკოვი თავისი ხალხის გვერდით დადგება.
“ჩვენ 2018 წელში ვცხოვრობთ და გვაქვს ყველა სახის კომუნიკაცია. მათ შორის, ტვიტერი და ჩვენ შეგვიძლია, გადავწყვიტოთ ყველა ის საკითხი, მარტივად _ ტელეფონზე დარეკვით ან შეტყობინების გაგზავნით. ვფიქრობ, ეს არის ის შემთხვევა, რომელიც კომუნიკაციით უნდა გადაწყდეს და არა ძალის გამოყენებით”, _ ამბობს ზახაროვა.