პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს მიმართა პანკისში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ.
“მე ჩემი და ჩემი შვილის სიკვდილის არასდროს მეშინოდა. ჩემი შვილის ტერორიზმში დადანაშაულება უფრო მეტია ჩემთვის, ვიდრე მისი მკვლელობა. ეს სუს-ს სჭირდებოდა. სისტემა უნდა დაინგრეს”, _ განაცხადა მალხაზ მალჩალიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ზაზა სარალიძის სოლიდარობის აქცია “ნუ მომკლავ” გუშინ მთავარ პროკურატურასთან დაიწყო. სასამართლო განაჩენის გამოცხადების შემდეგ აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ გადმოინაცვლა. თბილისის პარალელურად აქციები იმართება რეგიონებში.