იტალიამ კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შერბილება რამდენიმე დღის წინ დაიწყო.
შეზღუდვების მოხსნის შედეგად ქუჩებში ხალხმრავლობაა. თავშეყრის ამსახველი კადრების ნახვის შემდეგ, როგორც Reuters იუწყება, მილანი მერი მოსახლეობას გამარტივებული ზომების კვლავ გამკაცრებით დაემუქრა.
„კადრები, რაც ვნახე, სამარცხვინოა. ეს თამაში არაა. ან რამე შეიცვლება, ან ხვალ თავად მივიღებ ზომებს ნავილის (დასახლება მილანში) ჩასაკეტად, შევაჩერებ კვების ობიექტებიდან საკვების წაღების სერვისებს. თქვენ კი, შეგიძლიათ აუხსნათ ბარებში მომუშავე ადამიანებს, რატომ არ აძლევს მერი ბიზნესის კეთების უფლებას“ – განაცხადა მილანის მერმა.