თეთრი სახლის პანდემიაზე რეაგირების კოორდინატორის განცხადებით, კორონავირუსი სამუდამოდ ჩვენთან იქნება.
”ეს ვირუსი სამუდამოდ იქნება ჩვენთან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა გააძლიერონ იმუნიტეტი ამ ვირუსის წინააღმდეგ”, – დასძინა მან და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაქცინაცია ამის საუკეთესო საშუალებაა.