სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომელშიც თავს გადახდენილ უცნაურ ისტორიას ჰყვება:
“საოცარ ისტორიაში გავეხვიეთ მე და ჩემი და. ბურიანში გვაქვს მიწა, შავი კარკასით. მამაჩემი ჩავიდა გუშინწინ და დახვდა გაჩაღებული მშენებლობა. ღობე, კარ-ფანჯარა, გადახურვა, მიწა მოსწორებული, კომუნიკაციები მიყვანილი. ეს ადგილი ახალი წესით უნდა გაგვეტარებინა რეესტრში, ამიტომ ცოტა შევშინდით.
საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ კაცმა იყიდა მიწა პარალელურ ქუჩაზე, შეეშალათ და ჩვენი აჩვენეს“, _ ვასო გაბუნია სოციალურ წქსელში და სახლის ფოტოს აქვეყნებს.