რომის პაპმა ფრანცისკემ, ვატიკანში გამართულ სესიაზე სასულიერო პირები გააფრთხილა, რომ პორნიგრაფიას არ უნდა უყურონ.
“ეს გარყვნილებაა, რომელიც ბევრ ადამიანს ახასიათებს, მღვდლებსა და მონაზვნებსაც კი”,_ ამბობს პაპი და აღნიშნავს, რომ არ აქვს მნიშვნელობა ეს კრიმინალური პორნოგრაფია იქნება, როგორიცაა მაგალითად, ბავშვებზე ძალადობა, თუ ჩვეულებრივი.
”მე გეუბნებით, პორნოგრაფია არის ის, რაც სულს ასუსტებს. ეშმაკი იქიდან შემოდის და მღვდელმთავრის გულს ასუსტებს”,_ განაცხადა პაპმა.
“წაშალეთ ტელეფონებიდან და არ გექნებათ ხელში საცდუნებელი. სუფთა გული, რომელსაც იესო ყოველდღე იღებს, ვერ მიიღებს ამ პორნოგრაფიულ ინფორმაციას“, – თქვა მან.
ცნობისთვის, 2020 წელს რომის პაპ ფრანცისკეს ინსტაგრამის ოფიციალურ ანგარიშით ბრაზილიელი მოდელის, ნატალია გარიბოტოს ფოტოს მოწონება მოხდა. პაპის სოციალური მედიის ანგარიშებს ადამიანთა გუნდი მართავს.
ანგარიშმა მოგვიანებით წაშალა „ლაიქები“, ხოლო მომხდართან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება.