“მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ მეოთხედფინალში გასასვლელად”,_ ამის შესახებ განცხადება ესპანეთის მწვრთნელმა გააკეთა, მას შემდეგ რაც შეიტყო, რომ მისი ნაკრების მეტოქე საქართველო იქნება.
“ქართველებს სერიოზული პროგრესი აქვთ და მათთან გამარჯვებისთვის ძალების მაქსიმალური მობილიზება მოგვიწევს,” – განაცხადა ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ.
“მაქსიმუმი უნდა მოვთხოვოთ საკუთარ თავს, რომ გვქონდეს ამ მატჩის მოგების და მეოთხედფინალში გადასვლის შანსი“, – განაცხადა ესპანელმა მწვრთნელმა.