„მაქსიმალურ პატივისცემას გამოვხატავ იმ გუნდის მიმართ, რომელიც დიდ ტურნირზე პირველად თამაშობს და პორტუგალიას აჯობა”,_ აღნიშნული განცხადება ესპანეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში საქართველოს ნაკრებთან მოახლოებულ დაპირისპირებაზე საუბრისას გააკეთა.
ფუენტეს თქმით, საქართველოს ნაკრებმა სისტემა შეცვალა – ამ გუნდის მოთამაშეები კონტრშეტევაზე გადასვლას ძალიან სწრაფად ახერხებენ.
“ევროპის ჩემპიონატზე შეძენილი გამოცდილება და თავდაჯერება, რომელიც პორტუგალიის დამარცხებით შეიძინეს, საქართველოს უფრო საშიშს ხდის, ამის წყალობით ისინი უკეთესები იქნებიან. ჩვენ კი საკუთარი გზით სიარული და წინსვლა უნდა განვაგრძოთ“,_ განაცხადა ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელმა.