უცხოურ მედიაში გავრცელებული ბოლო ცნობებით, ესპანეთში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა. დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ და არსებობს ვარაუდი, რომ სტიქიის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა კიდევ გაიზრდება საძიებო სამუშაოების მიმდინარეობასთან ერთად, რომელსაც ხელს ექსტრემალური ამინდი უშლის.
როგორც ცნობილია, ძლიერმა წვიმამ ვალენსია დააზარალა. სამშაბათს მოსულმა უხვმა ნალექმა გამოიწვია წყალდიდობა, რომელმაც წაიღო ხიდები და შენობები. აიძულა ხალხი გადასულიყვნენ სახურავებზე ან მიკრობოდნენ ხეებს გადარჩენისთვის.
პრემიერ- მინისტრმა პედრო სანჩესმა გამოაცხადა სამდღიანი ეროვნული გლოვა.