ესპანეთში წყალდიდობას საფეხბურთო კლუბ ვალენსიას ყოფილი ფეხბურთელი, 28 წლის ხოსე კასტილეხო ემსხვერპლა.
ტრაგიკულ ინფორმაციას Valencia CF ეხმიანება და სამძიმრის განცხადებას ავრცელებს.
“ვწუხვართ მომხდარი კატასტროფის გამო, რომელსაც ხოსე კასტილეხო ემსხვერპლა,“ -წერს საფეხბურთო კლუბი.
- 28 წლის ხოსე თავისი ქვეყნის უამრავ კლუბში თამაშობდა, მათ შორის გულშემატკივრებს თავი დაამახსოვრა ლა ლიგის გიგანტებში თამაშით. ვალენსიის აკადემიაში კასტილიეხო ნახევარმცველის პოზიციაზე იმყოფებოდა. ასევე თამაშობდა პატერნას, CD Bunol-ის, Recam Colon-ისა და Torre Levante-ში.