ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა ბარსელონაში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით ქვეყანაში 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
“დაღუპულები და დაშავებულები-ეს არის ახლა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ბარსელონას. მადრიდმა, პარიზმა, ბრიუსელმა, ნიცამ, ლონდონმა იგივე ტკივილი განიცადეს, რასაცა ახლა ბარსელონელები განიცდიან”- განაცხადა რახოიმ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, დღისით, ბარსელონაში, რამბლეს ქუჩაზე, სატვირთო მანქანის მძღოლი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. ესპანეთის პოლიციამ მომხდარი ტერაქტად შეაფასა. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია, სულ ცოტა 13 ადამიანი, დაშავდა – 100-ზე მეტი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღეს “ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტებმა.