ესპანეთის პოლიციამ რუსი პროგრამისტი, პიოტრ ლევაშოვი დააკავა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, პროგრამისტი, ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნებზე დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის სასარგებლოდ, ჰაკერულ თავდასხმაშია ეჭვმიტანილი.
გავრცელებული ცნობით, ის 7 აპრილს ბარსელონაში დააკავეს.
მაუწყებლის ინფორმაციით, სხვადასხვა კიბერ უსაფრთხოების ექსპერტები, მათ შორის, ბრაიან კრებსი, დაკავებულის სახელს კიბერშეტევებს უკავშირებს.