ეუთოს საპარლამენტო ანსამბლეა რუსეთს მოუწოდებს, იმოქმედოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების შესაბამისად და სამხედრო ძალები გაიყვანოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან.
„ეუთო მოუწოდებს რუსეთს სამხედრო ძალების დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაყვანისკენ საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან, აფხაზეთიდან და ცხინვალიდან, ევროკავშირის შუამავლობით, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად და ხაზს უსვამს, რომ საჭიროა, გაგრძელდეს აქტიური ჩართულობა რუსეთის ფედერაცია-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში, საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემით, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – აღნიშნულია დეკლარაციაში.
ინფორმაციისთვის, ვანკუვერში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 30-ე ყოველწლიური სესია 30 ივნისიდან 4 ივლისამდე გრძელდებოდა.
წლიური სესიის თემა იყო – „რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერება დემოკრატიული და ინკლუზიური საზოგადოებების ხელშეწყობის გზით“.