ფინეთის პრემიერ-მინისტრი, ეუთოს თავმჯდომარე ელისა ვალტონენი ირაკლი კობახიძეს მიმართავს.
” პრემიერ-მინისტრ კობახიძეს,
საქართველოს მომავალი მხოლოდ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. იგივე ეხება ეუთოს ყველა მონაწილე სახელმწიფოს. იმისათვის, რომ ხალხმა შეძლოს ამ უფლების გამოყენება, მათ სჭირდებათ სიტყვის თავისუფლება და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები პოლიტიკური ალტერნატივებით.
ჰელსინკის საბოლოო აქტი (1975):
[მონაწილე სახელმწიფოები] იღებენ ვალდებულებას, ხელი შეუწყონ და წაახალისონ ყველა ინდივიდისთვის სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და სხვა უფლებებისა და თავისუფლებების ეფექტური განხორციელება.
ისინი ადასტურებენ, რომ ეს უფლებები და თავისუფლებები ადამიანის თანდაყოლილი ღირსებიდან გამომდინარეობს და აუცილებელია თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოებების განვითარებისთვის.
ამ სულისკვეთებით, როგორც ეუთოს თავმჯდომარე და ამ დოკუმენტის ხელმოწერიდან 50 წლის შემდეგ, გეპატიჟებით, ჩამოხვიდეთ ფინეთში, შეხვდეთ თავისუფალ პრესას და დაესწროთ თქვენთვის სასურველ ნებისმიერ დემონსტრაციას.
P.S. ბოდიშს გიხდით, რომ ჩვენი შეხვედრა თბილისში გადატვირთული გრაფიკის გამო გავაუქმე”,_ წერს ვალტონენი სოციალურ ქსელში.
Prime Minister Kobakhidze,
The Georgian future is only for the Georgian people to decide. The same applies to every OSCE participating state. For people to be able to exercise this right, they need freedom of speech and free and fair elections with political alternatives to…
— Elina Valtonen (@elinavaltonen) October 16, 2025































































