ეუთოს სპეციალური სადამკვირვებლო მისია უკრაინაში საქმიანობას ამთავრებს. ამის შესახებ SMM- ის ანგარიშშია ნათქვამი.
“მისიის ყველა საერთაშორისო წევრის დროებითი ევაკუაციის პროცესი თითქმის დასრულებულია. ბოლო ჯგუფი – მისიის ხელმძღვანელი და უმაღლესი ხელმძღვანელობა – ახლა დატოვებს უკრაინას”, – ნათქვამია ანგარიშში.
ეს მისია 2014 წლის 21 მარტს შეიქმნა . SMM-ის დამკვირვებლები უიარაღოდ მოქმედებენ, კერძოდ, მონიტორები აგროვებენ ინფორმაციას და ანგარიშს ამზადებენ უსაფრთხოების ვითარების შესახებ, ეცნობიან ჰუმანიტარულ ვითარებასა და ხალხის საჭიროებებს, ეხმარებიან სხვა ორგანიზაციებს ინფორმირებაში. ასევე ეხმარებიან მხარეებს დიალოგის დამყარებაში.
[sexy_author_bio]