ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პია კაუმამ საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა და გაურკვეველი ვადით გადადო.
“დისკუსიებისა და სიტუაციის ყურადღებით განხილვის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, გადავდო საქართველოში ვიზიტი იმ დრომდე, როდესაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა უფრო ეფექტური იქნება. ჩვენ კვლავაც მზად ვართ, მოვუსმინოთ ყველა მხარეს და გავწიოთ დახმარება ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესრულების კუთხით”,_ წერს პია კაუმა X-ზე.