ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ უნდა გამოხატოს კონკრეტული პოზიცია სომხეთის სამხედრო აგრესიის შესახებ,_ აღნიშნული განცხადება აზერბაიჯანის პრეზიდენტის ასისტენტმა გააკეთა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ასისტენტმა აღნიშნა, რომ გაეროს, ეუთოს, ისევე როგორც სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს მიეწოდათ აუცილებელი ინფორმაცია.
”თურქეთმა რეაგირება დაუყოვნებლივ მოახდინა. ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციამ (OIC) ასევე გამოთქვა პოზიცია. თურქულენოვანი სახელმწიფოების თანამშრომლობის საბჭომ, OIC– ის 57 წევრმა ქვეყანამ, ირანმა და საუდის არაბეთმა გამოხატეს მხარდაჭერა. თუმცა ეუთოს მინსკის ჯგუფმა უნდა გამოხატოს კონკრეტული პოზიცია სომხეთის სამხედრო აგრესიის შესახებ, სამწუხაროდ, ჩვენ კვლავ ვიღებთ სტანდარტულ პასუხებს“,_ განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ასისტენტმა.