1Tv.ge-ს ინფორმაციით, თბილისში, 41-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეთა და სკოლის პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა.
არსებული ინფორმაციით, ამის მიზეზი გახდა ანონიმური სატელეფონო ზარი, რომ სკოლის შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობაა.
საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, ამ წუთებში სკოლაში საგაკვეთილო პროცესი ჩაშლილია.
ადგილზე გამნაღმველებს ელოდებიან.