ევრაზიის ყველაზე მაღალი ვულკანი ამოიფრქვა. ვულკანიდან დიდი რაოდენობით ფერფლი ამოვიდა.
AP– ის ინფორმაციით, კლიუჩევსკაია- სოპკას ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, მაგრამ ოფიციალურმა პირებმა გასცეს ბრძანება უსტ-კამჩატსკისა და კლიუჩის სკოლების დახურვის შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, თითოეულ ქალაქში ცხოვრობს დაახლოებით 5000 ადამიანი. კლიუჩი მდებარეობს ვულკანიდან დაახლოებით 30 კილომეტრში, ხოლო უსტ-კამჩატსკი 50 კილომეტრში.
კამჩატკას ნახევარკუნძული, რომელიც ვრცელდება წყნარ ოკეანეში, მოსკოვის აღმოსავლეთით, დაახლოებით 6700 კილომეტრში, ცნობილია აქტიური და მიძინებული ვულკანების, გეიზერებისა და გეოთერმული წყაროების სიმრავლით.