ევროკავშირი არ ცნობს ყირიმში რუსეთის მიერ ჩატარებული არჩევნების შედეგებს. ამის შესახებ REUTERS-ის ინფორმაციით, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა.
მოგერინის განცხადებით, ტერიტორია, სადაც კვირას რუსეთმა ადგილობრივი და რეგიონალური არჩევნები ჩაატარა უკრაინას ეკუთვნის და არჩეული ნებისმიერი პიროვნება არ იქნება აღიარებული ყირიმის ან სევასტოპოლის წარმომადგენლად.
ცნობისთვის, ევროკავშირმა რუსეთს 2014 წელს ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის გამო სანქციები დაუწესა.