ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ევროპული ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე საქართველოს ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.
მან გამოთქვა სინანული ევროკავშირისა და მისი ღირებულებებისგან „ქართული ოცნების“ დაშორების გამო და ხაზი გაუსვა იმ ძალზე ცუდ შედეგებს, რომელიც ამას ევროკავშირის საქართველოსთან ურთიერთობებისთვის მოაქვს.
„ბიზნესი ღრმად შეშფოთებულია ამ ცვლილებით. მოვუწოდებთ მმართველ პარტიას დეესკალაციისკენ და რომ დაასრულოს საპროტესტო აქციების მშვიდობიანი მონაწილეების, მედიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ლიდერების მიმართ სასტიკი და უკანონო ძალის გამოყენება, რასაც მძიმე შედეგები მოჰყვება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და საქართველოს ეკონომიკისთვის“, – განაცხადა მან.
ევროკავშირის ელჩის განცხადება ევროკავშირის დელეგაციის გვერდზე ვრცელდება.