ევროკავშირი აპირებს გაყინოს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის აქტივები, _ იუწყება Financial Times.
ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები გეგმავენ, რომ ეს სანქციები უკვე დღეს დაამტკიცონ.
თუმცა, პუტინს და ლავროვს ჯერ არ ეხებათ ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობის აკრძალვა, რაც ხაზს უსვამს ევროკავშირის მზაობას, ღია დატოვოს დიპლომატიური შესაძლებლობები.