ევროკავშირი რუსეთის გადაწყვეტილებას გმობს.
“ამ კვირაში, რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება სექტემბერში „არჩევნები“ ჩაატაროს უკრაინის იმ ტერიტორიებზე, რომლებიც რუსეთს დროებით აქვს ოკუპირებული..
ეს არის რუსეთის შემდგომი უშედეგო მცდელობა მისი უკანონო სამხედრო კონტროლის ლეგიტიმაციის და უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ზაპორიჟჟისა და ხერსონის რეგიონების, ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის ანექსიის მცდელობა.
ის სერიოზულად არღვევს გაეროს წესდებას და უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. რუსეთს არ აქვს ლეგიტიმური საფუძველი უკრაინის ტერიტორიაზე რაიმე მსგავსი ქმედებისთვის.
რუსეთი, მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობა და ყველა ის, ვინც ამ ე.წ. არჩევნების ორგანიზებაში მონაწილეობს, მათი უკანონო ქმედებების შედეგების წინაშე დადგება.
ევროკავშირი კვლავაც ურყევი რჩება უკრაინის მხარდაჭერაში. რუსეთმა დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ უნდა გაიყვანოს მთელი თავისი ჯარი და სამხედრო ტექნიკა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”,_ ნათქვამია განცხადებაში.