ევროკავშირი საქართველოსთვის 3 მლრდ 900 მლნ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ცნობილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შეხვედრაზე გახდა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება შესანიშნავად პასუხობს იმ გეგმებსა და ინიციატივებს, რომელიც საქართველოს მთავრობას აქვს ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების ხედვის მიმართულებით.
მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ საქართველო რჩება ევროკავშირის ერთგულ მოკავშირედ და დემოკრატიის მნიშვნელოვან დასაყრდენად რეგიონში. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ევროკავშირის უმაღლესი დონის ჩართულობით მიღწეული პოლიტიკური შეთანხმება საქართველოს დემოკრატიული განვითარებისადმი ევროკავშირის ერთგულების ყველაზე თვალსაჩინო ნიშანი იყო.