ევროკომისიამ უნგრეთისა და პოლონეთის ზოგიერთი რეგიონის წინააღმდეგ LGBTQ თემის დისკრიმინაციის გამო სამართლებრივი დავა დაიწყო – ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, კომისიამ აღნიშნული გადაწყვეტილება, მას შემდეგ მიიღო, რაც უნგრეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომელიც არასრულწლოვნებისთვის LGBTQ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდებას კრძალავს.
„დოიჩე ველე“ – ინფორმაციით, პოლონეთში კი 100-ზე მეტმა რეგიონმა თავი „ლგბტქ იდეოლოგიისგან თავისუფალ ზონად” გამოაცხადა, რამაც ბლოკში კრიტიკა გამოიწვია.
„ევროპა არასდროს დაუშვებს ჩვენი საზოგადოების ნაწილის სტიგმატიზაციას. თანასწორობა და ღირსებისა და ადამიანის უფლებების პატივისცემა ევროკავშირის ძირითადი ფასეულობებია. კომისია გამოიყენებს თავის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს ამ ღირებულებების დასაცავად“, – ნათქვამია ევროკომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოცემის ცნობით, უნგრეთსა და პოლონეთს საპასუხოდ ორი თვე მიეცათ.
ევროკომისიას უფლება აქვს გამოიყენოს სამართლებრივი ზომები წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ, თუ თვლის, რომ ისინი არღვევენ ბლოკის კანონებს. ამ პროცესმა საბოლოოდ შეიძლება გამოიწვიოს დიდი ჯარიმების დაწესება.
ავტორი: მერაბ ცაავა