საქართველოში გერმანიის ელჩს სოლიდარობას ვუცხადებთ, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა X-ზე წერს.
„როგორც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის პრესსპიკერმა განაცხადა, ევროკავშირი უარყოფს და გმობს საქართველოში ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების როლისა და საქმიანობის შესახებ დეზინფორმაციას“, – წერს ევროკავშირის წარმომადგენლობა.
































































