The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ევროკავშირის მორიგი სანქციები შესაძლოა, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის 2 ქალიშვილს შეეხოს.
როგორც გამოცემა წერს, დიპლომატები ამბობენ, რომ ევროკავშირის ახალი გეგმა კრემლის ლიდერის ოჯახის წევრებს დაამატებს იმ პირთა მზარდ სიას, რომლებსაც სანქციები დაუწესდათ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ.
The Wall Street Journal, ასევე წერს, რომ აშშ სავარაუდოდ, კვირის ბოლოს გამოაცხადებს სანქციებს, პუტინის ქალიშვილებს 36 წლის მარია ვორონცოვას და 35 წლის კატერინა ტიხონოვას წინააღმდეგ.
ცნობისთვის, პუტინი ოჯახს მედიისგან წლებია მალავს და ამ თემაზე ცოტა რამაა ცნობილი.