ევროკავშირი ემზადება გვერდი აუქციოს უნგრეთის ვეტოს, რომ გააგრძელოს უკრაინის დახმარება და გააძლიეროს ევროპის თავდაცვა, _ იუწყება სააგენტო Bloomberg.
ევროპა ემზადება რეაგირება მოახდინოს აშშ-ს საგარეო პოლიტიკის მკვეთრ შემობრუნებაზე, თუმცა, ფსონი არასდროს არ ყოფილა ასეთი მაღალი, დრო კი ასე ცოტა.
ევროკავშირმა უკვე იღებს ზომებს, რომ გვერდი აუქციოს ბუდაპეშტის ვეტოს, გააგრძელოს უკრაინის დახმარება და გაზარდოს ევროპის თავდაცვის მრეწველობა.
ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი ელინა ვალტონე აცხადება, რომ არსებობს ქვეყნებს შორის პარტნიორობის გეგმა, რომლითაც შესაძლებელი იქნება ნებისმიერი შიდა ოპოზიციის გადაწყვეტილებებისთვის გვერდის ავლა.
ევროკომისიის თავმჯდომარის ურსულა ფონ დერ ლაიენის რამდენიმე ახალ ინიციატივას არ ჭირდება ყველა წევრი სახელმწიფოს მხარდაჭერა _ მაგალითად, 150 მილიარდის ევროს მობილიზება და სესხის სახით გადაცემა წევრი სახელმწიფოებისთვის თავდაცვის ხარჯების დაფინასებისთვის. თუმცა, ევროპას დასჭირდება უფრო მსხვილ პაკეტზე გადასვლა და კიდევ რამდენიმე ასეული მილიარდი ევროს მობილიზება, რომლის წინააღმდეგაც გამოდის უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი და რომლის მიღებასაც სრული კონსესუსი ჭირდება.
როგორც აღნიშნა თავდაცვის საკითხებში ვარშავის კონფერენციის თავმჯდომარემ კატაჟინა პისარსკამ, ორბანის პრობლემის მოგვარება „ევროკავშირისთვის ეგზისტენციალური თემა ხდება“.
უკრაინის დახმარების და რუსეთის აგრესიის შეჩერების წინააღმდეგი ორბანი, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ერთადერთი ლიდერია, რომელიც სრულად უჭერს მხარს აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის ტაქტიკასა და სტრატეგიას, _ ამბობს Bloomberg.































































