„ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით, ევროკავშირი ემხრობა ირანთან საერთაშორისო ბირთვულ შეთანხმებას“, _ აღნიშნული განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში, ფედერიკა მოგერინმა გააკეთა.
Euronews-ის ინფორმაციით, მან ბრიტანეთის, საფრანგეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ ევროკავშირი მხარდაჭერას გააგრძელებს რამდენადაც შესაძლებელი იქნება ყველა ინსტრუმენტით და პოლიტიკური ნებით.